Skip to content
EMU-5-1024x366
EMU-6-1024x366
EMU-1-1024x366
EMU-2
EMU-3-1024x366
IMG_6815
Operacija-LLU-VMF-20140508-019
vetpro-3
vecauce-1
-----1
ZSSU
PlayPause
previous arrow
next arrow

პროექტის სახელწოდება: “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“
პროექტის აკრონიმი: VETPRO
პროექტის კოდი: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479
პროექტის განხორციელების ვადა: 01.01.2023 – 31.12.2024

პროექტის აბსტრაქტი:

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით” (VETPRO), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.
პროექტი საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად. მის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: (1) ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; (2) ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; (3) სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.
აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, პროექტი VETPRO ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.