2024 წლის 30 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“(VETPRO) ფარგლებში, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამ დღეს, უნივერსიტეტს, ვეტერინარიის მიმართულებით პარტნიორი ორგანიზაციები _ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიების, ასევე სავეტერინარო კლინიკების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. ფორუმზე დამსაქმებლებმა და