• თებერვალი

    6

    2023
  • 579
  • 0
“ევროპის უნივერსიტეტში“ VETPRO-ს კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში“ VETPRO-ს კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30-31 იანვარს, “ევროპის უნივერსიტეტმა” ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO), კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხუთივე პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კერძოდ, „ევროპის უნივერსიტეტიდან“ დამსწრეთა შორის იყვნენ: გვანცა ჯიჩოშვილი (პროექტის კოორდინატორი), ლიკა ჯიქია (ფინანსური მენეჯერი), მარიამ მანია (ადმინისტრაციული პერსონალი), ვაჟა კილაძე (ტექნიკური პერსონალი), მაია კერესელიძე (უფროსი მკვლევარი), დავით ბოსტაშვილი (უფროსი მკვლევარი) და მარიკა ბოკუჩავა (უმცროსი მკვლევარი).

ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, VETPRO-ს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტს“ კასპარს კოვალენკო (პროექტის მენეჯერი) და ლელდე ტიტმანე (უმცროსი მკვლევარი) ეწვივნენ, ხოლო ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან კი – ტოომას ტიირატსი (პროექტის მენეჯერი) და კული კორგესაარი (ადმინისტრაციული პერსონალი).

რაც შეეხება ქართველ პარტნიორებს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დამსწრეთა შორის იყვნენ გურანდა მოდებაძე (პროექტის მენეჯერი), ლევან მაკარაძე (უფროსი მკვლევარი) და ნინო მილაშვილი (უფროსი მკვლევარი), ხოლო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან – ნათია წიფურია (პროექტის მენეჯერი), თეონა ხუფენია (მკვლევარი) და ქეთევან ლატარია (მკვლევარი).

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე პროექტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა გუნდმა დეტალურად მიმოიხილა პროექტით გათვალისწინებული სამუშაო პაკეტები, დაგეგმილი აქტივობები და გრანტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. შემუშავებულ იქნა პირველი ექვსი თვის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც პარტნიორებმა პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პროექტის მიზნის მისაღწევად აუცილებელია საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, რაშიც ქართველ მკვლევარებს დახმარებას ესტონელი და ლატვიელი პარტნიორები გაუწევენ.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs