• სექტემბერი

    14

    2023
  • 406
  • 0
სამუშაო ვიზიტი ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

სამუშაო ვიზიტი ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

5 – 9 სექტემბერს ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში გაიმართა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების (ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო ვიზიტი ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ელგავა, ლატვია).

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურასა და მატერიალ-ტექნიკურ ბაზას, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს, სასწავლო პროგრამებზე (ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და სადოქტორო) მიღების წესს, სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხს, პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსებს, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს, და სხვა. ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოენახულებინათ ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ფერმა “Vecauce”, რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო მეურნეობა-მესაქონლეობისა და ვეტერინარული მედიცინის კვლევისა და პრაქტიკის ცენტრი.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs