კონფერენციის სახელწოდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)“ კონფერენციის მიზანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვეტერინარიის მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას საქართველოში. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა