• ნოემბერი

    30

    2023
  • 199
  • 0
სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში სემინარების სერია გაიმართა.

სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის აკადემიური, კვლევითი და კარიერული განვითარების უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის სამი დღის განმავლობაში ჯამში ხუთი სემინარი წაიკითხეს. განხილულმა თემებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც დისკუსიებში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატა.

უნდა აღინიშნოს, რომ სემინარებს არამხოლოდ კონსორციუმის წევრი ქართველი პარტნიორების, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  წარმომადგენლები, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის  ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs