• დეკემბერი

    19

    2023
  • 219
  • 0
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

2023 წლის 19 დეკემბერს, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ონლაინ სემინარი ჩატარდა.

სემინარს პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის, ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის დირექტორი ელინა კანკა გაუძღვა და მას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალი დაესწრო.

ელინა კანკას სემინარი თემაზე „სწავლების მეთოდები ვეტერინარულ კლინიკაში“ გახლდათ რიგით მეექვსე სემინარების იმ  ციკლიდან, რომელიც ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ სემინარის თემამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სემინარის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რამაც მონაწილეებს მისცა საშუალება ლატვიელ კოლეგასთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs