“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბის “ვეტეუქეარის” მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის შედეგები ცნობილია
“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბის “ვეტეუქეარს” პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” ფარგლებში უფროსკლასელებისთვის ესეების კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 30-მდე აპლიკანტმა მიიღო.
კონკურსის მონაწილეებს ადგილზე უნდა შეერჩიათ ერთ-ერთი შემდეგი სამი შემოთავაზებული თემიდან: ჩემი თვალით დანახული ცხოველთა სამყარო; ცხოველი მიყვარს, თუ ვალდებული ვარ ვიზრუნო მასზე?; რას ვაკეთებ ცხოველების საკეთილდღეოდ?
მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეები სპეციალურად შედგენილმა კომისიამ შეაფასა. საპრიზო ნომინაციებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული: I ადგილი – მარიამ სტურუა (130-ე საჯარო სკოლის მოსწავლე), II ადგილი – ელენე ნარიმანიძე (მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე) და III ადგილი – ნია ჩხიტუნიძე (140-ე საჯარო სკოლის მოსწავლე).
Გამარჯვებული საკონკურსო ნაშრომის ავტორები შესაბამისი პრიზებით სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მაია კერესელიძემ და სავეტერინარო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო მილაშვილმა დააჯილდოვეს. კონკურსის ყველა დანარჩენ მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
უნდა აღინიშნოს, რომ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი “ვეტეუქეარი” ახალგაზრდებში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციის მიზნით ჩამოყალიბდა და აღნიშნულის მისაღწევად არაერთ აქტივობას მართავს.