• მაისი

    30

    2024
  • 37
  • 0
ევროპის უნივერსიტეტში სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტში სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

2024 წლის 25 მაისს ევროპის უნივერსიტეტმა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაორგანიზებულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიებისა და საქართველოს სხვადასხვა სავეტერინარო კლინიკის წარმომადგენლები: შპს “ვეტჰაუსი”, შპს ფარმაცევტული წარმოება “ბიოტექსი”, ფარმაცევტული ბაზა შპს “როქი”, შპს “ნიუვეტი”, შპს “ვეტექსი”, ააიპ “საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაცია” და სხვა.

დასაქმების ფორუმის მიზანს წარმოადგენდა სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული სავეტერინარო მიმართულებით დასაქმების პერსპექტივებიც გაცნობა: საქართველოშო მოქმედი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა, კომპანიების და კლინიკების არსებული სტანდარტების გაცნობა, სამუშაო და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება.

დასაქმების ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs