შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა
2024 წლის 26 აპრილს, უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა ვეტერინარიის კვირეულის ყოველწლიურ აღნიშვნას უნივერსიტეტში და ჩატარდა კარიერის დღე ვეტერინარიის უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვეტ კლინიკებმა, ლაბორატორიებმა და ფერმერებმა, რომლებიც, როგორც პოტენციურმა დამსაქმებლებმა წარმართეს გასაუბრებები სტუდენტებთან, განიხილეს როგორც დასაქმების, ისე სტაჟირების გავლის შესაძლებლობები.
დასაქმების ფორუმი ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად გაიმართება.