ზსსუ-ს სტუდენტური პროექტი „შეიყვარე, შეიფარე, დაიცავი“
2024 წლის 5 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფესტივალის მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში შემუშავებული სტუდენტური პროექტი „შეიყვარე, შეიფარე, დაიცავი“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრებისთვის აშენდა სახლები, რომლებიც განთავსდა უნივერსიტეტის ეზოსა და ზუგდიდის სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, გაიმართა ლეკვების გაჩუქების ღონისძიება.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტში VETPRO ჩართული პირები და ვეტერინარიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მათ შორის უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე მოქმედი ვეტერინარიის პროფესიული პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები შეუერთდნენ აღნიშნულ ღონისძიებას.
უნივერსიტეტის რექტორმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და პროექტის მნიშვნელობაზე უნივერსიტეტისთვის.