• მაისი

    24

    2023
  • 461
  • 0
„ადგილობრივი ფერმერების საჭიროებათა კვლევის“ კითხვარი

„ადგილობრივი ფერმერების საჭიროებათა კვლევის“ კითხვარი

„ადგილობრივი ფერმერების საჭიროებათა კვლევის“ კითხვარი შემუშავებულია ERASMUS+ CBHE პროექტის “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479) ფარგლებში და ითვალისწინებს საქართველოს ფერმერების საჭიროებათა კვლევას.

კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება შესაბამისი გზამკვლევების მომზადება და ფერმერებთან გაზიარება. გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგები გათვალისწინებული იქნება პროექტის ფარგლებში ღია წვდომის ონლაინ კურსების (ე.წ. MOOC) შემუშავებისას.

თქვენ მიერ გულწრფელად შევსებული თითოეული ველი დაგვეხმარება გზამკვლევებისთვის რელევანტური საკითხების განსაზღვრაში.

გამოკითხვაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. კითხვარი სულ 23 შეკითხვას მოიცავს და მის შესავსებად 10 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ.

კითხვართან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: vetpro@eu.edu.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995) 322 2 000 171.

კითხვარის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/dWh2ZSThDZ6Pfw7S7

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs