სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში სემინარების სერია გაიმართა.
სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის აკადემიური, კვლევითი და კარიერული განვითარების უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის სამი დღის განმავლობაში ჯამში ხუთი სემინარი წაიკითხეს. განხილულმა თემებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც დისკუსიებში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატა.
უნდა აღინიშნოს, რომ სემინარებს არამხოლოდ კონსორციუმის წევრი ქართველი პარტნიორების, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმომადგენლები, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.