ონლაინ სემინარი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
2023 წლის 19 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479) ფარგლებში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდება.
სემინარს თემაზე „სწავლების მეთოდები ვეტერინარულ კლინიკაში“ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის, ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის დირექტორი ელინა კანკა გაუძღვება.
სემინარზე დასწრება შეუძლია ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება დასწრების სერტიფიკატით.
აღსანიშნავია, რომ ელინა კანკას სემინარი გახლავთ რიგით მეექვსე სემინარების იმ ციკლიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა.
სემინარზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://us02web.zoom.us/meeting/register/tZUldO2vqTwpHtTkRlYNXgdw_ugPnCMR5-8Q
რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სემინარზე დასწრების მსურველები შეხვედრის ბმულს მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებენ.
სემინარის შესახებ დამატებითი დეტალები იხილეთ ქვემოთ:
ჩატარების დრო: 19 დეკემბერი, 12:00 – 15:00 საათი
ჩატარების ადგილი: ონლაინ (ZOOM)
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე და პირიქით)