
უფასო ონლაინ კურსები ვეტერინარიის საკითხებზე
ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის VETPRO-ს ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მომზადდა უფასო ონლაინ კურსები (MOOCs), რომლებიც განკუთვნილია ფერმერებისთვის, ვეტერინარიის სტუდენტებისთვის და ცხოველთა ჯანმრთელობით დაინტერესებული პირებისთვის.
კურსების თემები შერჩეულია პროექტის დაწყებისას ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა ვეტერინარიისა და ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში არსებული საჭიროებების განსაზღვრას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა შემდეგი კურსები:
- ცხოველთა კეთილდღეობა
- ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მოკვლევადობის ეროვნული სისტემა (NAITS)
- ცხოველთა ზოგიერთი ენდემური ინფექციური დაავადებები საქართველოში
- სავეტერინარო კანონმდებლობა საქართველოში.