კურსის შესახებ
რას ისწავლით:
საკვანძო სიტყვები: ვეტერინარია, კანონმდებლობა, ნორმატიული აქტები, საქართველო
კურსის მოკლე აღწერა:
კურსი განკუთვნილია ვეტერინარი ექიმებისა და ვეტერინარი ტექნიკოსებისათვის.
აღნიშნული კურსი შედგება 5 მოდულისგან.
კურსი მოიცავს ვეტერინარიის სფეროში დღეისათვის არსებულ ძირითად ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ მიდგომებს. კურსის მიმდინარეობისას განხილული იქნება საერთაშორისო სავეტერინარო კანონმდებლობა ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – WOAH (OIE) სტანდარტები: ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსები (Code) და სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოები (Manual). განხილული იქნება ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოში არსებული სამართლებივი სტრუქტურა. არსებული სამართლებრივი დოკუმენტები: კოდექსები, მთავრობის დადგენილებები/განკარგულებები, მინისტრის ბრძანებულებები, სააგენტოს უფროსის ბრძანებები. ასევე უშუალოდ განხილული იქნება ვეტერინარიის სფეროში დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შემდეგ თემატიკაზე: ცხოველთა ჯანმრთელობა, ეპიდზედამხედველობა, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცხოველების და ცხოველური პროდუქციით ვაჭრობა, ცხოველთა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტრინარული ზედამხედველობა, მოთხოვნები ვეტერინარული მომსახურობის განმახორციელებელი ობიექტებისადმი. ვეტ. პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაცია, სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი. კურსის მიზანია ვეტერინარ სპეციალისტს ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში ვეტერინარულ სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების, მისი უფლება-მოვალეობების და ვალდებულებების შესახებ. ასევე, არსებული სახელმწიფო კონტროლის საფუძვლების, მექანიზმების, სტრუქტურის და საჯარიმო სანქციების შესახებ. ჰქონდეს წარმოდგენა საერთაშორისო სტანდარტების, მოთხოვნების და მოქმედი ორგანიზაციების შესახებ. სწორად დაგეგმოს და მართოს დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ვეტერინარული კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით და ჩართული იქნას ერთიანი ჯანდაცვის სისტემაში, განსაკუთრებით კერძო ვეტერინარების ავტორიზაციის პირობებში, რაც ითვალისწინებს გარკვეული სახელმწიფო ვეტერინარული საქმიანობების კერძო სტრუქტურებზე დელეგირებას. კურსის მიმდინარეობა ჯამში მოიცავს 42 საათს რომელშიც შესულია, როგორც ვიდოგაკვეთილების მოსასმენად საჭირო დრო, ასევე საკუთარ თავთან მუშაობისათვის გამოყოფილი დრო. კურსის მიმდინარეობისას და ბოლოს მოხდება მსმენელის მიღებული ცოდნის დონის შეფასება.
Curriculum
- 6 Sections
- 6 Lessons
- 6 Weeks
- VL - M1 - ნორმატიული აქტების იერარქია (10 საათი)აღნიშნული მოდულის მიზანს წარმოადგენს მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტების და ადგილობრივი ნორმატული აქტების იერარქიის შესახებ. აღნიშნული მოდულის გავლის შედეგად, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საერთაშორისო ვეტერინარულ სტანდარტებსა და ეროვნული სამართლებრივი დოკუმენტების იერარქიის და სავეტერინარო სფეროში ძირითადი საკანონმდებლო ნორმატიული აქტის შესახებ. მოდული მოიცავს: 2 ვიდეოს და 2 საკითხავ მასალას2
- VL - M2 - ცხოველთა ჯანმრთელობა, ეპიდზედამხედველობა და მიკვლევადობა (10 საათი)აღნიშნული მოდულის მიზანს წარმოადგენს მსმენელს გააცნოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობა, ეპიდზედამხედველობა და მიკვლევადობის ნორმატიული აქტების შესახებ. აღნიშნული მოდულის გავლის შედეგად, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს ცხოველთა დაავადებების მართვას, მათ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და ეპიდზედამხედველობის პრინციპებს. მოდული მოიცავს: 2 ვიდეოს, 1 ქვიზს და 2 საკითხავ მასალას3
- VL - M3 - ჰიგიენა და შემოწმება დაკვლისას (10 საათი)აღნიშნული მოდულის მიზანს წარმოადგენს მსმენელს გააცნოს ინფორმაცია ჰიგიენის ზოგადი და სპეციალური წესების და მიდგომების, წესების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის, ასევე ცხოველთა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების პროცედურების შესახებ. აღნიშნული მოდულის გავლის შედეგად, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს ჰიგიენის ზოგად და სპეციალურ წესებს, ცხოველური სურსათის სახელმწიფო კონტროლს, ცხოველთა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებას. მოდული მოიცავს: 2 ვიდეოსა და 5 საკითხავ მასალას2
- VL - M4 - მოთხოვნები ვეტერინარული ობიექტებისადმი (7 საათი)აღნიშნული მოდულის მიზანს წარმოადგენს მსმენელს გააცნოს ინფორმაცია იმ ზოგადი და სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ, რომელიც არსებობს ვეტერინარული მომსახურობის განმახორციელებელი ობიექტებისადმი, მათ შორის ცოცხალი ცხოველების ბაზარი და მიდგომები ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისათვის. აღნიშნული მოდულის გავლის შედეგად, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს ზოგად და სპეციფიკურ მოთხოვნებს ვეტერინარული მომსახურობის განმახორციელებელი ობიექტებისადმი და ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციას. მოდული მოიცავს: 2 ვიდეოს, 1 ქვიზსა და 3 საკითხავ მასალას3
- 4.1VL – M4 – გაკვეთილი 1 – მოთხოვნები ვეტერინარული მომსახურობის განმახორციელებელი ობიექტებისადმი; ცოცხალი ცხოველების ბაზარი და ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია62 Minutes
- 4.3VL – M4 – საკითხავი ლიტერატურა7 Days
- 4.4VL – M4 – ქვიზი 1 – ჰიგიენა და ვეტერინარულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები20 Minutes3 Questions
- VL - M5 - ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (4 საათი)აღნიშნული მოდულის მიზანს წარმოადგენს მსმენელს გააცნოს ინფორმაცია სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განხორციელების და კონტროლის განმახორციელებლების შესახებ. აღნიშნული მოდულის გავლის შედეგად, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განხორციელების წესს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების შესახებ. მოდული მოიცავს: 1 ვიდეოსა და 3 საკითხავ მასალას2
- VL - M6 - კურსის შეჯამება (60 წუთი)ფინალური ქვიზი2