კურსის შესახებ
რას ისწავლით:
საკვანძო სიტყვები: ვეტერინარია, კანონმდებლობა, ნორმატიული აქტები, საქართველო
კურსის მოკლე აღწერა:
კურსი განკუთვნილია ვეტერინარი ექიმებისა და ვეტერინარი ტექნიკოსებისათვის.
აღნიშნული კურსი შედგება 5 მოდულისგან.
კურსი მოიცავს ვეტერინარიის სფეროში დღეისათვის არსებულ ძირითად ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ მიდგომებს. კურსის მიმდინარეობისას განხილული იქნება საერთაშორისო სავეტერინარო კანონმდებლობა ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – WOAH (OIE) სტანდარტები: ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსები (Code) და სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოები (Manual). განხილული იქნება ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოში არსებული სამართლებივი სტრუქტურა. არსებული სამართლებრივი დოკუმენტები: კოდექსები, მთავრობის დადგენილებები/განკარგულებები, მინისტრის ბრძანებულებები, სააგენტოს უფროსის ბრძანებები. ასევე უშუალოდ განხილული იქნება ვეტერინარიის სფეროში დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შემდეგ თემატიკაზე: ცხოველთა ჯანმრთელობა, ეპიდზედამხედველობა, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცხოველების და ცხოველური პროდუქციით ვაჭრობა, ცხოველთა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტრინარული ზედამხედველობა, მოთხოვნები ვეტერინარული მომსახურობის განმახორციელებელი ობიექტებისადმი. ვეტ. პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაცია, სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი. კურსის მიზანია ვეტერინარ სპეციალისტს ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში ვეტერინარულ სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების, მისი უფლება-მოვალეობების და ვალდებულებების შესახებ. ასევე, არსებული სახელმწიფო კონტროლის საფუძვლების, მექანიზმების, სტრუქტურის და საჯარიმო სანქციების შესახებ. ჰქონდეს წარმოდგენა საერთაშორისო სტანდარტების, მოთხოვნების და მოქმედი ორგანიზაციების შესახებ. სწორად დაგეგმოს და მართოს დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ვეტერინარული კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით და ჩართული იქნას ერთიანი ჯანდაცვის სისტემაში, განსაკუთრებით კერძო ვეტერინარების ავტორიზაციის პირობებში, რაც ითვალისწინებს გარკვეული სახელმწიფო ვეტერინარული საქმიანობების კერძო სტრუქტურებზე დელეგირებას. კურსის მიმდინარეობა ჯამში მოიცავს 42 საათს რომელშიც შესულია, როგორც ვიდოგაკვეთილების მოსასმენად საჭირო დრო, ასევე საკუთარ თავთან მუშაობისათვის გამოყოფილი დრო. კურსის მიმდინარეობისას და ბოლოს მოხდება მსმენელის მიღებული ცოდნის დონის შეფასება.