კურსის შესახებ
რას ისწავლით:
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, საკანონმდებლო ბაზა, ელექტრონული სისტემა.
აღნიშნული კურსი შედგება 4 მოდულისგან.
კურსი მოიცავს:
1. საკანონმდებლო ბაზა (ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესი);
2. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მიზანი და ამოცანები;
3. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა;
- ცხოველის სადგომის რეგისტრაცია, სადგომში ცხოველების დამატება, გადაადგილება და ვაქცინაცია;
- სასაკლაოს მოდული;
4. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზის ანდროიდ აპლიკაცია;
- აპლიკაციაში ავტორიზაცია;
- სადგომის მოძებნა, GPS დკოორდინატების დასმა, ინვენტარიზაცია და ცხოველის სტატუსის შეცვლა;
- ნიმუშის აღება;
- ვაქცინაცია;
- Offline რეჟიმი;
5. შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
- საერთაშორისო სტანდარტი და რეკომენდაციები შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე;
- შინაური ბინადარი ცხოველის მოდული – ძაღლისა და კატის რეგისტრაცია; ჯანმრთელობის წიგნაკი; კარანტინი;
- ცხოველის სტატუსის ცვლილება (ბუნებრივ არეალში გაშვება/გაჩუქება/მიკედლება/ექსპორტი/ევთანაზია/სიკვდილი/განადგურება).
Target audiences
- სავეტერინარო მედიცინის პროგრამის სტუდენტები
- ფერმერები
- ვეტერინარები