კურსის შესახებ
რას ისწავლით:
ეს კურსი ეხება ცხოველთა კეთილდღეობას, რომელიც ხშირად ემოციური თემაა. ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება შემაშფოთებელი აღმოჩნდეს რეალურ სამყაროში ცხოველთა კეთილდღეობის საკითხების გამოსახულებები და განხილვა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს საკითხები დაბალანსებულად წარმოგვედგინა.
ცხოველები იკავებენ პლანეტის და ჩვენი ცხოვრების უზარმაზარ ნაწილს. ჩვენ მათ ვაყრდნობთ ჩვენი კეთილდღეობის ასპექტებს: კვებას, ელექტროენერგიას, სამედიცინო მიღწევებს, ტანსაცმელს, სპორტს, ასევე ჩვენს სიამოვნებას, დაცვას და კომფორტს, მაგრამ ხშირად მათი (ცხოველების) ცხოვრების ხარისხი საეჭვოა. სხვადასხვა სახეობის განსხვავებული ქცევითი მოთხოვნილებების დაფასება, რომელთანაც ჩვენ ვურთიერთობთ და იმის გაგება, თუ როგორ შეიგრძნობენ ცხოველები სამყაროს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ მათი კეთილდღეობის მოთხოვნები, რათა მოხდეს ცხოველთა ცხოვრების გრძელვადიანი გაუმჯობესება.
ახლა მსოფლიოში ყოველწლიურად 60 მილიარდზე მეტი ხმელეთის ცხოველი იზრდება სახორცედ. ადამიანთა პოპულაციის მატებასა და ხორცის მოხმარების ზრდასთან ერთად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებლები გაორმაგდება 2050 წლისთვის. ამას ემატება ძაღლებისა და კატების მზარდი მსოფლიო პოპულაცია, რომელთაგან ბევრი მაწანწალაა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პრობლემებით. ცხოველთა კეთილდღეობაზე საერთაშორისო შეშფოთება კვლავ იზრდება ცხოველების დაცვის, მათი მოვლისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ზომების გაზრდის მოთხოვნით. კავშირი ცხოველთა კეთილდღეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის ნათელია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუკი გლობალური კეთილდღეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გვინდა.
ამრიგად, ცხოველთა კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტების მიღწევის გზების ძიება საკვანძო პრიორიტეტია როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის. საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელობის მოპოვების გამო, ცხოველთა კეთილდღეობის საკითხების მეცნიერული გზით ობიექტურად განხილვას სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ენიჭება.
ეს კურსი ფოკუსირებულია ცხოველთა კეთილდღეობის მეცნიერებაზე. ამასთანავე კურსი ხაზს უსვამს განსხვავებას მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აზრებსა და ეთიკურ თვალსაზრისებს შორის. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წაიკითხოთ ჩვენი ეთიკის განცხადება, რომელსაც ნახავთ პირველ მოდულში “როგორ გამოვიყენოთ ეს კურსი”.
ცხოველების ქცევისა და კეთილდღეობის ამ კურსში თქვენ გაეცნობით ცხოველთა კეთილდღეობას და მის მნიშვნელოვნებას, გაიგებთ ზოგიერთი ძირითადი კეთილდღეობის საკითხს, რომელთანაც გამკლავება უწევთ ცხოველებს. ასევე შეისწავლით ქცევის საჭიროებებსა და ძაღლების, კატების, ფერმერული ცხოველებისა და დატყვევებული ველური ბუნების ემოციებს.
სწავლის შედეგები
ამ კურსის ბოლოს თქვენ შეძლებთ:
- გააანალიზოთ, რომ ცხოველთა კეთილდღეობის საკითხები რთულია და მოიცავს სხვადასხვა დისციპლინას, მათ შორის ეთიკას, მეცნიერებას, სამართალს.
- დააფასებთ, რომ ყოველი ინდივიდუალური ცხოველის გამოცდილება არის ის კომპონენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი კეთილდღეობისთვის.
- მიხვდებით, რომ ის, რისი გაზომვაც შეგვიძლია, მისი მართვა შეგვიძლია.
- გამოიკვლევთ გზას, სადაც პატარა ნიუანსები დიდ განსხვავებებს იძლევიან ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში.