• სექტემბერი

    26

    2023
  • 164
  • 0
VETPRO-ს მკვლევრებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

VETPRO-ს მკვლევრებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერს  ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში  ვეტერინარიის ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პროექტის ფარგლებში ესტონეთსა და ლატვიაში ვიზიტით მყოფმა პირებმა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე პრეზენტაციები გამართეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს 12-16 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  მაკა ბერიძე, ასევე, პროფესორები  ლევან მაკარაძე და ნინო მილაშვილი სტუმრობდნენ. ხოლო, 5 – 9 სექტემბერს სამუშაო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ და პროფესორმა, პროექტის მკვლევარმა  ნინო მილაშვილმა.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ გახსნა. ქალბატონმა მაკამ ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამის შესახებ დეტალურად მოახსენა დამსწრე საზოგადოებას. პროექტის მონაწილეებმა – პროექტის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ,   პროფესორებმა   ლევან მაკარაძემ და ნინო მილაშვილმა,  ვიზიტის დროს გაცნობილი სიახლეების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ერაზმუს+  ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში  ვეტერინარიის ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში მონაწილე პარტნიორი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში  ესწრებოდნენ.

ღონისძიებას პროექტის მონაწილეები, რექტორატისა და  ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები,  სტუდენტური თვითმმართველობის  წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs