• სექტემბერი

    26

    2023
  • 155
  • 0
VETPRO-ს მკვლევრებმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

VETPRO-ს მკვლევრებმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ესტონეთისა და ლატვიის პარტნიორ უნივერსიტეტებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელებაში ჩართულმა პერსონალმა გაიზიარა ვიზიტის მონაწილე მკვლევარების მიერ მიღებული გამოცდილება და ცოდნა.

შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში დასწრებოდნენ პროექტის პარტნიორ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალი ესტონეთისა და ლატვიის უნივერსიტეტებში ვიზიტის დროს გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტების ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურას,  კვალიფიკაციების მინიჭების პროცედურებს, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შინაარსს, პრაქტიკის გავლის კომპონენტს, ნაშრომების მომზადების წესს, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს, სტუდენტების ჩართულობის წამახალისებელ მექანიზმებსა და სხვა რელევანტურ საკითხებს. მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მოენახულებინათ ვეტ-კლინიკები და კლინიკური ლაბორატორიები.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs