• სექტემბერი

    28

    2023
  • 132
  • 0
VETPRO-ს მკვლევრებმა ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

VETPRO-ს მკვლევრებმა ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

28 სექტემბერს, „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ლატვიასა და ესტონეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვეტერინარიის  ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაუძღვა. კერძოდ, უფროსმა მკვლევარმა მაია კერესელიძემ კოლეგებს ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ელგავა), ხოლო უმცროსმა მკვლევარმა მარიკა ბოკუჩავამ,  ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ტარტუ) მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.

პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა დეტალურად მიმოიხილეს მასპინძელი უნივერსიტეტების ვეტერინარიის ფაკულტეტების სტრუქტურა. ისაუბრეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების, სასწავლო კურსების, პროფესიული პრაქტიკების, სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადების საკითხების, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების სტანდარტების, მსმენელთა ჩარიცხვისა და სხვა სახელმწიფო რეგულაციების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ განხილულმა თემებმა აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია. დამსწრეები დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs