• ნოემბერი

    14

    2023
  • 1147
  • 0
„მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)“

„მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)“

კონფერენციის სახელწოდება

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)“

კონფერენციის მიზანი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვეტერინარიის მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას საქართველოში. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის. კონფერენცია უზრუნველყოფს ვეტერინარიის დარგის პლატფორმას მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის ახალი ინოვაციების, პრობლემების, ასევე პრაქტიკული გამოწვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენისა და განხილვისათვის.

კონფერენციის თემები

  1. წვრილფეხა ცხოველების მედიცინა
  2. მსხვილფეხა ცხოველის მედიცინა
  3. ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საკვების ჰიგიენა
  4. ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენა და უსაფრთხოება
  5. კლინიკური პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია
  6. ინფექციური დაავადებები, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  7. არაგადამდები დაავადებები (დიაგნოსტიკა, თერაპია, პროფილაქტიკა)
  8. მეცხოველეობის მეცნიერებები (ცხოველთა კვება, ცხოველთა ჰიგიენა და კეთილდღეობა, გენეტიკა – მომშენებლობა)
  9. ვეტერინარული განათლება, სწავლა-სწავლება

 კონფერენციის ფორმატი

ჰიბრიდული (ადგილზე: გურამიშვილის გამზირი 76, ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი; ZOOM).

კონფერენციის ორგანიზატორები

  • ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო)
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი)
  • ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია)

ვადები

  • აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი
  • აბსტრაქტების შეფასების გაზიარების ვადა: 2024 წლის 31 მარტი
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 26 აპრილი
  • სრული სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 26 მაისი

 კონფერენციის სამუშაო ენები

ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური

უფასო

კონფერენციაზე რეგისტრაცია

კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: avetconference@eu.edu.ge

კონფერენციაზე მსმენელად დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/11EctmRuMR772iQ5A

ყველა მომხსენებელი და მსმენელი დაჯილდოვდება შესაბამისი სერტიფიკატით.

 აბსტრაქტის წარმოდგენის ინსტრუქცია

აბსტრაქტის მოცულობა უნდა შეადგენდეს 150-250 სიტყვას.

პრეზენტაციის რეგლამენტი: 15 წუთი.

ყველა დადებითად შეფასებული აბსტრაქტი გამოქვეყნდება აბსტრაქტების კრებულში, რომელსაც, თავის მხრივ, მინიჭებული ექნება ISBN კოდი. დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება აბსტრაქტების კრებულის როგორც ბეჭდური, ისე ონლაინ ვერსია.

აბსტრაქტის შაბლონი (ქართულად)

აბსტრაქტის შაბლონი (ინგლისურად)

 სტატიის წარმოდგენის ინსტრუქცია

სტატიის მოცულობა უნდა შეადგენდეს 4-10 ფურცელს.

სტატიის შაბლონი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

სტატიის შაბლონი (ქართულად)

სტატიის შაბლონი (ინგლისურად)

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor

© Copyright 2021 Renovate Theme by QuanticaLabs